საყდრისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – აქციას ნინო ქადაგიძე-ჟვანია შეუერთდა

   საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არქეოლოგები დაცვის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად საბადოს მისადგომებთან მივიდნენ.
საბადოს ტერიტორიასთან ასევე შეკრებილია ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც კონტრ-აქციას მართავდნენ. საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ და დაცვის სამსახურმა დაპირისპირების განმუხტვა შეძლეს.
საპროტესტო აქციას შეუერთდა გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია. იგი საყდრისის საბადოს ნგრევის ფაქტს აპროტესტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები