ძეგლთა დაცვის სააგენტო: საყდრისში სამუშაოების განახლება კანონიერი იყო

   კულტურის ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ის ნებართვა, რომლის საფუძველზეც კომპანია „არემჯი გოლდმა“ სამუშაოები განაახლა საყდრისის საბადოზე კანონიერი იყო.
მათი განმარტებით, ნებართვა კომპანიამ მიიღო ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წერილის სახით. ეს წერილი კი სააგენტოს ხელმძღვანელმა კომპანიას გაუგზავნა მას შემდეგ, რაც ძეგლთა დაცვის საბჭომ, რომელიც კულტურის სამინისტროში მუშაობს, მიიღო გადაწყვეტილება საყდრისისათვის კულტურული ძეგლის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე.
ეს გადაწყვეტილება, როგორც სამინისტროში განმარტავენ რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით მიიღეს. ერთერთი ასეთი გარემოება კი იყო ქართველ და გერმანელ არქეოლოგთა დასკვნა, რომლის თანხმადაც საყდრისის ძეგლის გარკვეული უბნები იმდენად რთულ მდგომარეობაშ იყო, რომ იქ მომუშავე არქეოლოგებს საფრთხეს უქმნიდა.
შეგახსენებთ, საყდრისის საბადოზე კომპანია “არემჯი გოდლმა” სამუშაოები გუშინ, 13 დეკემბერს განაახლა. გუშინდლიდან საყდრისსა და თბილისში ამ ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები