საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები კულტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  კულტურის სამინისტროსთან საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი არქეოლოგიურ ძეგლზე სპეციალისტების დაშვებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ “არ ემ ჯი გოლდი” სამუშაოებს კანონდარღვევით ატარებს.
აქციის მონაწილეების თქმით, არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რის საფუძველზეც კომპანიას სამუშაოების წარმოების უფლება ჰქონდა. გარდა ამისა, კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაოები უკანონოა, რადგან სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
სამინისტროსთან შეკრებილი მოქალაქეების განცხადებით, “არ ემ ჯი გოლდმა” პირველ რიგში უნდა შეწყვიტოს აფეთქებები საყდრისში, რის შემდეგაც მოხდება იმ ზიანის შეფასება, რაც არქეოლოგიურ ძეგლს მიადგა. აქციის მონაწილეები ამ მოთხოვნებით კულტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი “საყდრისის მცველების” განცხადებით, საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს ტერიტორიაზე სამუშაოები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები