საყდრისის ტერიტორიას სპეცტექნიკით ასწორებენ

  საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი “საყდრისის მცველები” განცხადებით, საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს ტერიტორიაზე სამუშაოები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ტერიტორიას სპეცტექნიკით ასწორებენ.”საყდრისის მცველის”, ირაკლი ლომიძის თქმით, საყდრისი აღარ არსებობს. საბადო განადგურებულია და, შესაბამისად, საყდრისში ყოფნასაც აზრი არ აქვს. “საყდრისის მცველები” დღეს დაშლიან კარვებს და გაემგზავრებიან თბილისში. “საყდრისის მცველები” 8 თვის განმავლობაში საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებში ცხოვრობდნენ.
საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს ტერიტორიაზე კომპანია “არემჯი” უკვე მეორე დღეა, რაც სამთო მოპოვებით სამუშაობეს აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები