რიკოთის გვირაბი მომავალი კვირიდან შესაძლოა, კვლავ დაიკეტოს

  რიკოთის გვირაბში ამ დროისთვის ყველა სახის ავტომობილის გადაადგილება შეზღუდვების გარეშეა შესაძლებელი, აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის განცხადებითვე, შესაძლებელია მომავალ კვირას ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ამ მიმართულებით მოძრაობა კვლავ შეიზღუდოს.
„ამჟამად სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა აღდგენილია. თუმცა მომავალ კვირას ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, მოძრაობის შეფერხება კვლავ შესაძლებელია, რაზეც საზოგადოებას წინასწარ ვამცნობთ“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, გვირაბში დილის 8-დან 18 საათამდე, 12 დეკემბერის ჩათვლით, ყველა სახის ავტომანქანის გადაადგილება აკრძალული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები