შსს თანამშრომლები აქციაში: „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილეობდნენ

  შს სამინისტრო აგრძელებს მონაწილეობას აქციაში: „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლი გაიღეს.
სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს.
სამინისტროს ყველა დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთან არსებული „სისხლის ბანკი“-ს დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შსს-ს თანამშრომლებმა უკვე მესამედ ჩააბარეს სისხლი ბავშვების დასახმარებლად.
აქციის მიზანია შსს-ს მონაწილეობით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები