პარლამენტმა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა (ვიდეო)

82 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.
დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარადგინა. მან ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის ეკონომიკურ ტენდენციებზე და საგადასახადო შემოსავლების დინამიკაზე.
2015 წელს კვლავ გაგრძელდება სოციალური პროგრამების დაფინანსება ამასთან, გაძლიერდება ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარებისაკენ მიმართული ღონისძიებები. 2015 წელს ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული დამატებითი საგადასახადო შემოსავლების ნაწილი ზემოაღნიშნული მიმართულებებით დაფინანსების ზრდას მოხმარდება და ამავე დროს, განხორციელდება საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება მშპ-ის 3%-მდე;
2015 წელს დაგეგმილია პენსიის ზრდა, იგეგმება პედაგოგთა ხელფასების მოწესრიგება და რაც მნიშვნელოვანია, პარალელურად იზრდება კაპიტალური პროექტების დაფინანსება. 2015 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილია 1 000.0 მლნ ლარი
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით:
საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 090.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2014 წლის ბიუჯეტის შესაბამის მაჩვენებელს 770.0 მლნ ლარით აღემატება.
სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 2014 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით 780.0 მლნ ლარით ლარითაა გაზრდილი და 7 600.0 მლნ ლარს შეადგენს.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტით, ბიუჯეტის შემოსულობები 9 მილიარდ 875 მილიონი ლარს შეადგენს. სახაზინო ვალდებულების გამოშვებით მისაღები 600.0 მლნ ლარიდან, 200.0 მლნ ლარი გათვალისწინებულია ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებებისათვის და ამ სახით მიღებული შემოსულობები განთავსდება კომერციულ ბანკებში სადეპოზიტო ანგარიშებზე
2015 წელს სახელმწიფო ვალების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებულია 754 მლნ ლარი, ხოლო იგეგმება 720 მლნ ლარის ოდენობის სახელწმიფო ვალის აღება.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 9 575.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 8 785.0 მლნ ლარს, გრანტები 100.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 690.0 მლნ ლარს.
წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული, მათ შორის:
• შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 127.0 მლნ ლარით, 2015 წლის ბიუჯეტის მეორე წარდგენასთან შედარებით 10.0 მლნ ლარით და შეადგენს 2 785,0 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 29,0%).
სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის გამოყოფილია 2 041,0 მლნ ლარი, რაც 2014 წლის დაფინანსებას აღემატება 70.4 მლნ ლარით. გამოყოფილი თანხის ფარგლებში 2015 წლის 1 სექტემბრიდან დაგეგმილია ყველა კატეგორიის პენსიონერისათვის პენსიის გაზრდა 10 ლარით 160 ლარამდე.
500-დან 1000 ლარამდე გაიზრდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლების აღკვეთისა და დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის კომპენსაცია;
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გათვალისწინებულია 656,2 მლნ ლარი;
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროგრამის დაფინანსება განსაზღვრულია 31.3 მლნ ლარის ოდენობით.

• რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 000.0 მლნ ლარი (2014 წელთან შედარებით გაზრდილია 125.0 მლნ ლარით, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით – 45.0 მლნ ლარით)

• განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 853.9 მლნ ლარი (2014 წელთან შედარებით გაზრდილია 99.6 მლნ ლარით, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით – 25.0 მლნ ლარით)
მათ შორის: ზოგადი განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 497.9 მლნ ლარი და 2015 წლის 1 სექტემბრიდან 60 ათასამდე პედაგოგისთვის ხელფასების მოწესრიგებისთვის სკოლების დაფინანსების ფარგლებში დამატებით გამოყოფილია 18 მლნ ლარი;
მასწავლებელთა სახელფასო ზრდა, მასწავლებლობის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად განხორციელდება 3 ეტაპად, რომელიც დაიწყება 2015 წლის სექტემბერში და გაგრძელდება 2016-2017 წლებში, კერძოდ: 2015 წლის სექტემბრიდან საბაზო ხელფასი გაიზრდება 17%-ით და გახდება 355 ლარი;
პირველი კარიერული საფეხურის – პრაქტიკოსი მასწავლებლის (პირველი ეტაპი) სრული განაკვეთის შემთხვევაში, საშუალო ხელფასი გაიზრდება 400 ლარამდე, ხოლო მაქსიმალური ხელფასი 480 ლარამდე;
მეორე კარიერული საფეხური – უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება (პირველი ეტაპი) სრულ განაკვეთის შემთხვევაში გაიზრდება, საშუალოდ 31-34%-ით და გახდება მინიმუმ 500, ხოლო მაქსიმუმ 650 ლარი;
მესამე და მეოთხე კარიერული საფეხური – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის ანაზღაურება (პირველი ეტაპი) სრულ განაკვეთის შემთხვევაში საშუალოდ იქნება 760 და 860 ლარი.
• სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 292,9 მლნ ლარით, რაც 29.4 მლნ ლარით აღემატება 2014 წლის დამტკიცებულ გეგმას.
• ენერგეტიკის სამინისტროსათვის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 125.0 მლნ ლარი, რაც 10.4 მლნ ლარით აღემატება 2014 წლის დამტკიცებულ გეგმას.
• გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 39.0 მლნ ლარი (2014 წელთან შედარებით გაზრდილია 8,0 მლნ ლარით, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით 4.0 მლნ ლარით)
• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 120 მლნ ლარი.
• იუსტიციის სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 68.5 მლნ ლარი, რაც 8 მლნ ლარით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს.
• სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 70.0 მლნ ლარი, რაც 2014 წელთან შედარებით გაზრდილია 16.1 მლნ ლარით, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით – 15.0 მლნ ლარით.
• თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 640 მლნ ლარი (2014 წელთან შედარებით სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 24.1 მლნ ლარით, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით – 15.0 მლნ ლარით)
ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში წინა ვერსიასთან შედარებით გათვალისწინებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ასიგნებების ზრდა 23,7 მლნ ლარით (განისაზღვრება 638.7 მლნ ლარით) აღნიშნული დაკავშირებულია სამინსიტროს სისტემაში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნასა და მის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებასთან.
• კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 95.0 მლნ ლარი (2014 წელთან შედარებით სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 15.0 მლნ ლარით, ხოლო 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით – 10.0 მლნ ლარით)
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა გაზრდილია 800 ათასი ლარით და შეადგენს 854.8 მლნ ლარს. 300.0 ათასი ლარი გათვალისწინებულია ადგილობრივი 5 თვითმმართველი ერთეულების მიზნობრივი ტრანსფერისათვის, ხოლო 500 ათასი ლარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=M6mZyyakKvQ&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები