პორტალი „კვირა“, ჯგუფი „ფრანი“ და სხვები საქველმოქმედო აქციისთვის ემზადებიან (ვიდეო)

საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, ჯგუფი „ფრანი“ და სხვები საქველმოქმედო აქციისთვის ემზადებიან.
ბაკურიანში სასტუმრო „HOUSE DE MARI“-ის ინიციატივით, 12-14 დეკემბერს, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია-საღამო გაიმართება.
წინასაახალწლო კონცერტს „ხელოვნების სახლის“ და ფონდ „ჩემი სახლის“ (ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე) აღსაზრდელები გამართავენ.
როგორც ნინელი ჭანკვეტაძემ განაცხადა, „ჩემი სახლის“ აღსაზრდელები ბაკურიანში უკვე გაემგზავრნენ.
„დღეს „ჩემი სახლის“ აღსაზრდელებს დიდი სიხარული აქვთ, გაემგზავრნენ ბაკურიანში და დიდ მადლობას ვუხდი სასტუმრო „house de mars”-ს, რომელმაც ეს ინიციატივა გამოიჩინა, პიკნიკზე დაპატიჟა ჩვენი აღსაზრდელები და იმედი მაქვს, რომ კარგ დროს გაატარებენ. დიდი მადლობა ამ ქველმოქმედებისთვის და კარგი იქნება, თუ ამ მაგალითს სხვებიც გადაიღებენ“, – განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.
ღონისძიებების მუსიკალური მხარდამჭერია ჯგუფი „ფრანი“.
აღნიშნული ღონისძიება ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და ადაპტაციას ისახავს მიზნად.
საქველმოქმედო ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერია საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=78rWRbO3LyA” width=”560″ height=”315″]

10846705_821403011238919_253439549_n

10859755_821402777905609_37045106_n

10863498_821402767905610_1351745366_n

10863714_821402764572277_1430568318_n

10866696_821402781238942_1449623477_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები