თბილისის საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 31 დეპუტატმა 5-ის წინააღმდეგ დაუჭირა. ბიუჯეტის დამტკიცების მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” სამი და “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ორი წევრი.
როგორც დედაქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ განაცხადა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა მიღებულმა ეკონომიებმა განაპირობა.
“მთლიანობაში ბიუჯეტის გადასახადში მობილიზებულ იქნა რესურსი 52 მილიონი ლარი. აქედან 30 მილიონი ლარი გამოყენებულ იქნა ვალდებულებების შესასრულებლად, დანარჩენი 22 მილიონი ლარი გადანაწილდება სხვადასხვა პროგრამაზე და ქვეპროგრამაზე”, – განაცხადა ლევან თევზაიამ.
საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლის ჯაბა სამუშიას განმარტებით, ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად 11 000 ოჯახისთვის მოხდება დასუფთავების დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა. მისივე განცხადებით, ბიუჯეტის ცვლილებების შედეგად 17 000-ზე მეტ ადამიანს, რომელიც დასაქმებულია მერიის სტრუქტურებში, ძირითადად ტრანსპორტის სამსახურში, საბავშვო ბაღების სააგენტოში და დასუფთავების სამსახურში, მიეცემა მე-13-ე ხელფასი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები