გოგა ხაჩიძის ულტიმატუმი ნოდარ ხადურს – რა შემთხვევაში დატოვებს დეპუტატი მანდატს? (ვიდეო)

 

    საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს პირობას აძლევს, რომ თუ 2014 წლის ბიუჯეტი გეგმის მიხედვით შესრულდება, ის დეპუტატის მანდატს დატოვებს. ამის შესახებ გოგა ხაჩიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ამასთან, ხაჩიძე ხადურს სთავაზობს, თუ ეს ვერ მოხერხდა და 2014 წლის ბიუჯეტი გაირღვა, თავად ხადურმა დატოვოს მინისტრის თანამდებობა.
„ჩვენ დიდი ხანია გვესმის ციფრებით მანიპულირება. ბატონი ნოდარი ამტკიცებს ერთს, ჩვენ ვამტკიცებთ მეორეს. დაახლოებით ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრთან დაიდო პირობა, რომ წლევანდელი ბიუჯეტი შესრულდება, ამის მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება. მოდით ბატონო ნოდარ, გავამარტივოთ და უფრო გასაგები გავხადოთ საკითხი. ეს გამოსვლა იწერება, სტენოგრამაც კეთდება და შეგიძლიათ ოფიციალურ შემოთავაზებად ჩათვალოთ. მე ძალიან კონკრეტულ რამეს გეტყვით – ვაცხადებ საჯაროდ, თუ თქვენ 2014 წლის ბოლომდე შემოსულობებში შეკრიბავთ 9 მილიარდ 105 მილიონს, ეს ის არის, რაც დაგეგმილი გაქვთ ოფიციალურად და გადასახდელებში დახარჯავთ 9 მილიარდ 80 მილიონს, ესეც ის ციფრია, რომელიც დაგეგმილი გაქვთ, მაშინ მე საჯაროდ ვამბობ, რომ ბიუჯეტი იქნება შესრულებული, რის პირობასაც თქვენ იძლევით და საჯაროდ დავტოვებ დეპუტატის მანდატს. თუ თქვენ ამ პირობებს, ვერ შესრულებთ, მაშინ იქნებ ფინანსთა სამინისტრო დარჩეს გარღვეული ბიუჯეტის რაინდის გარეშე და მინისტრის პოსტი დატოვოთ. თუ თქვენგან ამ პირობაზე ოფიციალურად დღესვე იქნება თანხმობა, ავტომატურად ჩათვალოს ყველამ, რომ ჩემი პირობაც ძალაში შედის“, – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=fh660WE-Zco” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები