გიორგი კობერიძემ მარნეულის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი დაათვალიერა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ მიმართულებით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ქ. მარნეულში კიდევ 700 000 ლარს დახარჯავს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – გიორგი კობერიძემ დაათვალიერა.
მარნეულის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მოხდება 500 მ3-იანი სამარაგო რეზერვუარისა და ქალაქის 6 ქუჩაზე 600 მმ-იანი მაგისტრალის ამორტიზებული მონაკვეთების განახლება. სამუშაოებზე საქართველოს 25 მოქალაქე დასაქმდა. წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 35000 ადგილობრივი მოსახლე მაღალი ხარისხის წყალს, დანაკარგების გარეშე, სტაბილურად მიიღებს.
ქალაქის წყალმომარაგება კოლაგირისა და საიმერლოს სათავე ნაგებობებიდან ხორციელდება, თუმცა მოძველებული სისტემის გამო, ადგილი აქვს ხშირ დაზიანებებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, ქ. მარნეულში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც წყალარინების სისტემების სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები