„140-ლარიანი მოადგილე რომ იყავით, მაშინ როგორ ყიდულობდით ორ-ორ წყვილ კალოშს?“

შევარდნაძის მთავრობის ფინანსთა მინისტრის 140-ლარიანი მოადგილე რომ იყავით, მაშინ როგორ ყიდულობდით ორ-ორ წყვილ კალოშს, ეგ მითხარით, გაფიცებ ძმობას – ამ კითხვით საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
ბობოხიძის საპასუხოდ ხადურმა განაცხადა, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა იმ პერიოდიდან დღემდე არ გაუმჯობესებულა.
„სადაც ვცხოვრობდი, ისევ იქ ვცხოვრობ და რა პირობებშიც ვიყავი, თუ არ გამიუარესდა, არ გამიუმჯობესებია, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
“კორუფციულ გარიგებებზე საუბრისას მოიკითხონ ,,ნაცების” ის წევრები, რომლებიც ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ და კარგად ხედავთ, ახლა რით დადიან”, – ეს შეფასება ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების იმ კრიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც მათ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები