დავით სუჯაშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანამშრომლებს გიორგი ზედელაშვილი წარუდგინა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, დავით სუჯაშვილმა გიორგი ზედელაშვილი საბჭოს აპარატის თანამშრომლებს წარუდგინა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დანიშნა.
გიორგი ზედელაშვილი 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2013 წლის თებერვლიდან – ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი იყო. მან სამსახური 1994 წელს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რაიონული განყოფილების ოპერატიულ თანამშრომლად დაიწყო და მას შემდეგ სამსახურებრივი იერარქიის ყველა საფეხური გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები