ელგუჯა ხორკიშვილი: „ენგურჰესის“ 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა

გარემოს დაცვის მინისტრისთვის ელგუჯა ხორკიშვილისთვის ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადების შინაარსი გაუგებარია.
მინისტრის თქმით, „ენგურჰესის“ 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. მისივე თქმით, საქართველოს აქვს სახელმწიფო პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში და ხაჯიმბას განცხადებას ამ პოლიტიკის ფარგლებში განიხილავენ.
“ენგურჰესის წყალსაცავი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მე უბრალოდ ამ განცხადების საფუძველს ვერ ვხვდები. თავად შპს „ენგურჰესის“ წილების 100-პროცენტიანი მფლობელიც სახელმწიფოა. მე არ მგონია, რომ ამ განცხადებამ შეიძლება რაიმე ცვლილება გამოიწვიოს ენგურჰესის მართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხოკრიშვილმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაული ხაჯიმბა მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. ხაჯიმბას თქმით, მთავარი ენერგო ობიექტის, „ენგურჰესის“ კუთვნილების საკითხი რთული, მაგრამ მოგვარებადია. მისივე თქმით, საწარმოს მფლობელად აფხაზური მხარე უნდა გამოცხადდეს და დოკუმენტალურად უნდა განისაზღვროს იმ ენერგიის წილი, რომელსაც აფხაზეთი მიიღებს ენგურჰესიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები