ნოდარ ხადური: 2-3 გამონაკლისის გარდა, არ მახსოვს შემთხვევა, რომ წელს მინისტრებს პრემია მიეღოთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, მიმდინარე წელს პრემიები მხოლოდ იმ მინისტრებმა აიღეს, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების საკითხზე მუშაობდნენ. ამის შესახებ ხადურმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრებისა და მათი მოადგილეების ხელფასები 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა და მინისტრის ხელფასი დანამატიანად 5000 ლარს შეადგენს.
“მინისტრებისა და მათი მოადგილეების ხელფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, მინისტრის ხელფასი დანამატიანად 5000 ლარს შეადგენს. პრაქტიკულად არ მახსოვს შემთხვევა, რომ წელს მინისტრებს პრემია მიეღოთ, 2-3 გამონაკლისისი გარდა – საუბარია იმ მინისტრებზე, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობდნენ, 2012 წელთან შედარებით მინისტრების ხელფასები 2-3 ჯერ შემცირდა“, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები