მერია 110 მილიონი ლარით ნაგვის ურნების შესყიდვას და ავტობუსების შეკეთებას გეგმავს

100 მილიონი ლარით დედაქალაქი ნაგვის ურნებს შეისყიდის, ასევე იგეგმება ავტობუსებისა და მეტროს შეკეთება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
დავით ნარმანია, ბიუჯეტის ბოლომდე ვერათვისების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებსაც გამოეხმაურა და მას არასერიოზული უწოდა.
„ოპოზიცია რას ამბობს, ამას ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუმცა მე გეტყვით იმას, რომ ჩვენ ბიუჯეტში ცვლილების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვან რამეს ვაღწევთ. ეს არის გარკვეული სახსრების აკუმულირება იმისათვის, რომ შევიძინოთ დედაქალაქში ნაგვის ურნები. ასევე დარეზევებული თანხებით ჩვენ შევძლებთ. რომ შევაკეთოთ მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო და გავითვალისწინოთ რამდენიმე ისეთი ღონისძიების დასაფინანსებლად, რაც წაგვადგება მომდევნო წელს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები