„ყოფილ თანამდებობის პირებს სახელმწიფო საიდუმლოებებზე ჰქონდათ წვდომა. რა გარანტია გვაქვს, რომ ინფორმაციები უკრაინის მთავრობისთვის არ გახდება ცნობილი“

„საქართველოს ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც მთელი 9 წლის განმავლობაში შეხება ჰქონდათ უზარმაზარ სახელმწიფო საიდულოებასთან, დღეს სხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები არიან. არანაირი გარანტია არ გვაქვს იმისა, რომ ის ინფორმაცია, რაზეც მათ ჰქონდათ წვდომა, დღეს იმ ქვეყნის სპეცსამსახურებისათვის არ გახდება ცნობილი, რომლის მთავრობაშიც ახლა სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები იმყოფებიან“, – აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადებით, პროკურატურამ უნდა დაიწყოს შესწავლა, რა ხასიათის ინფორმაციასთან ჰქონდათ შეხება სანდრო კვიტაშვილს, ეკა ზღულაძეს და სხვა თანამდებობის პირებს და დღეს რამდენად არის დაცული ის, რომ ამ ინფორმაციამ თუნდაც მეგობრულად განწყობილი ქვეყნის მთავრობაში არ შეაღწიოს.
„საქართველოს ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც მთელი 9 წლის განმავლობაში შეხება ჰქონდათ უზარმაზარ სახელმწიფო საიდულოებასთან, დღეს სხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები არიან. საზოგადოებას აქვს გარანტია, რომ ის ინფორმაცია, რაზეც მათ ჰქონდათ წვდომა, არ გახდება დღეს იმ ქვეყნის სპეცსამსახურებისათვის ცნობილი? პროკურატურამ უნდა დაიწყოს შესწავლა, რა ხასიათის ინფორმაციასთან ჰქონდათ შეხება სანდრო კვიტაშვილს, ეკა ზღულაძეს და სხვა თანამდებობის პირებს და რა საფრთხეები არსებობს იმისა, რომ სხვა, თუნდაც ჩვენდამი კეთილგანწყობილი ქვეყნის მთავრობაში მუშაობის პერიოდში გახდეს ეს ინფორმაცია მათთვის ცნობილი. ერთი ქვეყნის სასარგებლოდ ინფორმაციის გაცემა და ჯაშუშობა დანაშაულია და მეორე, თუნდაც მეგობრული ქვეყნის მიმართ იგივეს გაკეთება არ არის დანაშაული? ჩვენი ქვეყნის მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი თუ იმ სახელმწიფო საიდუმლოებას აწვდის, მაგალითად, ჩვენს მეგობარ უკრაინას, ეს არ არის ჯაშუშობა? “- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები