რა მიმართულებები იქნება 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტები საზოგადოებაში არსებული საჭიროებების გათვალისწინებით განისაზღვრა.
მისვე თქმით, ბიუჯეტი ითვალისწინებს ეკონომიკის ტენდენციების წახალისებასაც და ამ მიმართულებებით ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა იქნება გამოყოფილი.
“მომავალ წელს ამ ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული, რა მიმართულებებით წავა ქვეყანა, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განსაზღვრულია იმისდა მიხედვით, რა დაპირებებიც მისცა კოალიციამ მოსახლეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი ითვალისწინებს ეკონომიკის ტენდენციების წახალისებას, ბიუჯეტიდან ამ მიმართულებებით საკმაო თანხები იქნება მობილიზებული ამ მიმართულებით“, – განაცხადა დავით საგანელიძემ. პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები