ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს შეხვდა

საქართველოსა და ქართული კულტურის მსოფლიოში პოპულარიზაციის საქმეში 10 ახალგაზრდა ერთვება, – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.
შეხვედრაზე მთავარი თემები საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის განვითარება და ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ იყო.
კონკურსის შედეგების თანახმად, ერთწლიანი მანდატით საქართველოს წარმომადგენლები გახდნენ – ამერიკის შეერთებულ შტატებში – იოსებ ჟორჟოლიანი; ავსტრიაში – სალომე სალაძე; გერმანიაში – მიხეილ სარჯველაძე; დიდ ბრიტანეთში – გიორგი ლომიძე; თურქეთში – თეონა ვარშალომიძე; ლიტვაში – სანდრო ვეკუა; პოლონეთში – ქეთევან ფრანგულაიშვილი; საფრანგეთში – ლია ჭიპაშვილი; უკრაინაში – მიხეილ გეგეჭკორი, ხოლო ჩეხეთში – ლაშა ნავერიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები