„ჩვენ ინტერესებში შედის, რომ დადგინდეს, რაიმე სახის დარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი“

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველაფერი მაქსიმალურად ღიად გავაკეთეთ და კანონის დარღევას ადგილი არ ჰქონია – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პროკურატურის მიერ თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მერმა ბრიფინგზე აღნიშნა, მერიის ინტერესებში შედის, რომ დადგინდეს, რაიმე სახის დარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი.
„ჩვენ პროკურარტურას მივაწოდეთ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველაფერი მაქსიმალურად ღიად გავაკეთეთ და კანონის დარღევას ადგილი არ ჰქონია. თუმცა ჩვენ ინტერესებში შედის, რომ დადგინდეს, თუ სადმე რაიმე სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომ მოვახდინოთ რეაგირება“, – განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ შესყიდვების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მითვისება-გაფლანგვის მუხლებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები