„ყველა ძირითადი შენიშვნა, რაც საკანონმდებლო ორგანოდან გადაიგზავნა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია“

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. მინისტრი დღეს კანონმდებლებს 2015 წლის ბიუჯეტს წარუდგენს, რომელსაც პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ძირითადი შენიშვნა, რაც საკანონმდებლო ორგანოდან გადაიგზავნა, გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ხადური იმედოვნებს, რომ დღის ბოლოს საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭრს 2015 წლის ბიუჯეტს.
„ქართული ოცნების“ მიერ თავის დროზე არსებული პრიორიტეტები არის აბსოლუტურად დასახული. ეს არის ზრუნვა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, მათი საპენსიო უზრუნველყოფა. მილიარდი ლარი რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება. დაახლოებით 300 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობას მოხმარდება. 5% ეკონომიკური ზრდა იქნება ყველაზე მაღალი რეგიონში. „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, რომ ჩვენ ეკონომიკა უნდა ჩავკეტოთ და არ უნდა გვქონდეს ურთიერთობა არცერთ ჩვენს მეზობელთან. და ჩაკეტილი ეკონომიკა როგორ განვითარდება? ისინი აბსოლუტურად ცდებიან“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები