ზურაბ ტყემალაძე: მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკის ხუთპროცენტიანი ზრდა იგეგმება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკის ხუთპროცენტიანი ზრდა იგეგმება, რაც, მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების მოგვარებას შეუწყობს ხელს. როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტი პენსიების ათი ლარით გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.
„პენსიების ათი ლარით ზრდა არ არის საკმარისი, მაგრამ მეტის საშუალება არ არის და უნდა ვეცადოთ, რომ მომავალში კიდევ გავზარდოთ და გავზრდით კიდევაც. ეკონომიკის ზრდა ხუთი პროცენტით არის დაგეგმილი, აქდან გამომდინარე, ზოგიერთი იძახის, რომ ეს ძალიან ცოტაა და ეკონომიკას აქვს პრობლემები, მაგრამ ხუთპროცენტიანი ზრდა, საკმაოდ სტაბილურობის მომცველია”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები