კალაძის ინფორმაციით, „აირზენასთან“ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის ინფორმაციით, „აირზენასთან“ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან შედგა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება არ იყო მიღწეული.
„ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას კომპანიასთან. ჩემი ინფორმაციით, სამინისტრომ “აირზენას” წარმომადგენლებს რამდენიმე ვარიანტი შესთავაზa, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს და შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა“, – აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები