„მწვანე ბუდაპეშტი“ მომხმარებელს წინასაახალწლოდ ბინებზე უპრეცედენტო განვადებას სთავაზობს

საცხოვრებელი კომპლექსის – „მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობას საერთაშორისო ჰოლდინგი „მაქრო ქონსთრაქშენი“, თბილისი შუაგულში, ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტის) ქუჩის 22 ნომერში ახორციელებს. კომპლექსის პრესტიჟულობას და უპირატესობას განაპირობებს მისი გეოგრაფიული მდებარეობა.
საბავშვო ბაღი, სკოლა, მეტროს სადგური, ბანკი, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო, ეს იმ დაწესებეულებების ჩამონთვალია, რომლებიც „მწვანე ბუდაპეშტის“ მიმდებარედაა განლაგებული. ყველაფერი, რაც სოციალურად აქტიურ ადამიანს ესაჭიროება, იოლად ხელმისაწვდომია.
„მაქრო ქონსთრაქშენი“ საზოგადოებას ულოცავს დამდეგ შობა – ახალ წელს და ბინის შეძენის მსურველებს საჩუქრად უპრეცედენტო აქციის პირობებს სთავაზობს. კომპანიას ამ დრომდე განვადების რამდენიმე ფორმა გააჩნდა, თუმცა თითოეული მათგანი ბინის საერთო ღირებულების გარკვეული პროცენტის წინასწარ, სავალდებულო პროცენტის დაფარვას გულისხმობდა. წინასაახალწლო შეთავაზების ფარგლებში კი შეზღუდვა, რომელიც მომხმარებელს თანხის გარკვეული ნაწილის წინასწარ გადახდას აკისრებდა, უკვე მოისხნა.
როგორც „მაქრო ქონსთრაქშენის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერმა ჯული ქინქლაძემ „საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირასთან“ საუბრისას განმარტა: „ჩვენ შევქმენით უნიკალური პირობა „მწვანე ბუდაპეშტში“ ბინის შეძენის მსურველთათვის. ამ აქციის ვადებში მყიდველს აქვს შესაძლებლობა თავად შეადგინოს თავისუფალი გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი. ამ ეტაპზე ვუხსნით პირველადი შენატანის ვალდებულებას და გარკვეულ ფასდაკლებასაც ვთავაზობთ. კლიენტს საშუალება აქვს, საკუთარი შესაძლებლობის მიხედვით გადაანაწილოს ბინის ღირებულების 50% 21 თვის განმავლობაში, ანუ ისარგებლებს საკუთარი განვადების გრაფიკით მშენებლობის დასრულებამდე. დარჩენილ 50% კი დაფაროს 2016 წლის სექტემბერში, ანუ მშენებლობის დასრულების შემდეგ. რა თქმა უნდა, 21 თვის განმავლობაში შეუძლია უფრო მეტი პროცენტიც დაფაროს, მთავარია, ბოლოს შემოსატანი თანხა არ აღემატებოდეს ღირებულების 50%-ს“.
კომპანიაში მოქმედებს ფასდაკლების სისტემაც, თუმცა ამისთვის მყიდველის მხრიდან საჭიროა, თუნდაც მცირედი რაოდენობით, პირველადი შენატანი განახორციელოს. როგორ ჯული ქინქლაძემ დააკონკრეტა, რამდენად დიდიც იქნება პირველადი შენატანი, იმდენადვე საგრძნობი იქნება ფასდაკლებაც.
აქცია უკვე ძალაშია და ის მთელი შობა – ახალი წლის პერიოდში გაგრძელდება. „მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში სრულდება და ბინები დასრულებული რემონტით ჩაბარდება. გარდა ამისა, „მწვანე ბუდაპეშტის“ მობინადრეები საჩუქრად მიიღებენ ერთწლიან მომსახურებას ტერიტორიის 24 -საათიან დაცვასა და დასუფთავებაზე, გამწვანების მოვლასა და შენარჩუნებაზე, ბავშვთა მოვლის ცენტრის და ფიტნეს ცენტრის მომსახურებას.

https://greenbudapest.ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები