ანზორ ჩუბინიძე: მოხდება უმტკივნეულო საკადრო გადადგილებები

„გიდასტურებთ, რომ ბატონი პრემიერისგან წამოვიდა ჩემი დანიშვნის ინიციატივა“, – აღნიშნული განცხადება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალმა უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, საკადრო გადადგილებები მოხდება, თუმცა ეს არ იქნება მნიშვნელოვანი.
„მე გიდასტურებთ, შევხვდი ბატონ პრემიერს. მან დამიდასტურა თავისი სურვილი სამსახურის ხელმძღვანელის შესახებ და მეც, რა თქმა უნდა, მზად ვარ შევასრულო ჩემო მოვალეობა. სამთავრობო დაცვა ალბათ მასზე დაკისრებული კანონიერი მოვალეობების შესრულებას შეუდგება, გაიზრდება დასაცავების სია. ყველა სამოქალაქო პირს ვგულისხმობ, – მინისტრებს, თავდაცვის მინისტრს, შს მინისტრს განვიხილავთ, რომ მოექცნენ სამთავრობო დაცვაში. რა თქმა უნდა, მოხდება საკადრო გადადგილებები, მაგრამ ეს უმტკივნეულო იქნება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები