საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოში ხვალ „აუდიოწიგნების ინტერნეტბიბლიოთეკის შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის“ გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირის „ჰერაs“ ორგანიზებით, ხვალ, 15:00 სთ-ზე, პროექტის წარდგინება სახელწოდებით: „აუდიოწიგნების ინტერნეტბიბლიოთეკის შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის“ გაიმართება. მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული. დასწრება თავისუფალია”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები