აქცია კახეთში – რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ გვინდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი!

„რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ გვინდა რუსეთი და საბჭოთა კავშირი!“ – ამ ლოზუნგით ყვარლის რაიონის სოცელ ავარეთში აქცია გაიმართა.
ადგილობრივებმა რუსული მაისურებით წარწერით – „რუსეთი და საბჭოთა კავშირი“, აქცია გამართეს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართული აქციის ჩაშლა სცადეს.
მანამდე ავარეთში არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია მიმდინარეობდა, რომლებმაც დაღესტანის საზღვართან გზის მშენებლობა გააპროტესტეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს და იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რაც შეიძლება ამ გზის აღდგენას მოჰყვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები