კოტე კუბლაშვილი: სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს ისეთი მაღალია, როგორიც არასდროს ყოფილა

სასამართლოს დამოუკიდებლობა დღეს ძალიან მაღალია, ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა, თუმცა ისურვებდა, უკეთესი ყოფილიყო, – ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში ჟუაო სუარესის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
“მე გუშინ ვთქვი, რომ ჩვენი სასამართლო დღეს თანამედროვე სიტუაციაში მუშაობს ისე, როგორც მას ეძლევა საშუალება, მუშაობს იმ დამოუკიდებლობის პირობებში, რომელიც დღეს გვაქვს. ეს დამოუკიდებლობა არის ძალიან მაღალი, ისეთი, როგორიც არასდროს ყოფილა. თუმცა, მე მაინც ვისურვებდი უკეთესი ყოფილიყო, იმიტომ, რომ მე ვიცი თითოეული ხარვეზი, რაც აბრკოლებს, რომ ასი პროცენტით დამოუკიდებელი იყოს სასამართლო”, – განაცხადა კონსტატინე კუბლაშვილმა.
ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეცწარმომადგენელი ჟოაო სუარესი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს წერილით მიმართავს.
სუარესი საქართველოში სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო შეშფოთბას გამოთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები