CPT-ს ექსპერტების შემაჯამებელი ვიზიტი გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის წარმომადგენლების შემაჯამებელი ვიზიტი გაიმართა.
შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დაესწრნენ.
„CPT“-ს წინა გეგმიური ვიზიტი 2010 წელს შედგა, ხოლო არაგეგმური – 2012 წელს, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა და მხოლოდ ციხეებს მოიცავდა. 2010 წელს „CPT“-ს ვიზიტის შემდგომი რეკომენდაციები პოლიციის მიმართ ეხებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურას, დაკავებულთა უფლებრივ მდგომარეობასა და პოლიციის წინააღმდეგ საჩივრებზე რეაგირების სისტემის გაუმჯობესებას.
შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში, „CPT“-ს ექსპერტებმა ქართულ მხარეს გააცნეს მათი 11-დღიანი ოფიციალური ვიზიტის დროს წარმოებული დაკვირვებების შედეგები და რეკომენდაციები, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები