შიო მღვიმის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შიო მღვიმის მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე ადგილზე გაეცნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გზა 25 წელზე მეტია არ შეკეთებულა, რაც პრობლემას წარმოადგენდა გზით მოსარგებლეებისათვის. შიო მღვიმესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ტაძრის მრევლი და მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს. მგზავრობის დრო 30 წუთით შემცირდება, გაიზრდება ტურისტთა და მომლოცველთა ნაკადი.
სამუშაოების პირველი ეტაპი, რაც 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საგზაო საფარის, ასევე მილებისა და კიუვეტების მოწყობა. ამ დროისთვის, 2-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დასრულებულია. 2015 წლის ზაფხულში კი, სრულად 8-კილომეტრიანი მონაკვეთი აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები