ოლეგ მელნიკოვის დედა: ყველაფერი დასრულდა, ჩემი შვილი თავისუფალია

საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლებულმა ოლეგ მელნიკოვმა დედა მოინახულა.
კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ მელნიკოვის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.
როგორც „კვირას“ მელნიკოვის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ოლეგ მელნიკოვმა მოხუცი დედაც ინახულა.
„ყველაფერი დასრულდა. ჩემი შვილი თავისუფალია“, – ასეთი კომენტარით აღნიშნეს ოლეგ მელნიკოვის გათავისუფლება ოჯახში.
მელნიკოვი ე.წ. მატროსოვის ციხიდან 6 დეკემბერს გაათავისუფლეს.
კუდ-ის ყოფელ თანამშრომელს ბრალი ორი სისხლის სამართლის საქმეზე აქვს წარდგენილი – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის, ასევე 2005 წელს ე.წ. მოდულის შენობაში 3 პოლიციელის ცემის საქმეზე. ორივე ბრალდება მელნიკოვმა აღიარა, რის სანაცვლოდაც მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, 2012 წლის 7 დეკემბერს, უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. ამ დროისთვის მას საქართველოში წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მისი ექსტრადირება საქართველოში 21 სექტემბერს მოხდა.
მელნიკოვი თავდაპირველად წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობდა. მან ჩვენებები მისცა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეეში ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები