გიორგი მარგველაშვილისთვის ლეონიდ თიბილოვის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის იმ განცხადებას, გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ ე.წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნული არც რუბლის სტაბილურობას არ გაამყარებს და არც ნავთობის ფასს არ გაზრდის.
“ჩვენ ამის თაობაზე ვიცოდით და თავიდანვე, როდესაც დავიწყეთ საუბარი აფხაზეთთან ხელშეკრულების თაობაზე, ამაზეც გავაკეთეთ აქცენტი, რომ სამწუხაროდ იგივე მოსალოდნელი იყო ცხინვალის რეგიონთან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ გააქტიურა მუშაობა საერთაშორისო მიმართულებით და მიიღო კიდევაც მხარდაჭერა.
“საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის, რომ აფხაზეთის პრობლემების პარალალურად, იგივე პრობლემა გაჩნდებოდა ცხინვალშიც. კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, არც რუბლის სტაბილურობას არ გაამყარებს ცხინვალთან დადებული ხელშეკრულება და არც ნავთობის ფასს არ გაზრდის. ეს პრობლემები არ გვარდება ცხინვალთან ხელშეკრულების გაფორმებით. პრობლემები, რომელიც წყდება საქართველოსთან დიალოგის, კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმით, ამაშია მომავალი როგორც საქართველოსი, ასევე რუსეთის, ასევე აფხაზების და ოსების, საქართველოს შემადგენლობაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები