კახა კალაძე საკადრო ცვლილებებსა და “აირზენას“ გაფიცვას აფასებს

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე – პრემიერი კახა კალაძე მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა.
კალაძემ ცვლილებები უკეთესობისკენ სწრაფვად შეაფასა.
“საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის განპირობებული იმით, რომ ჩვენ უკეთესად ვიმუშავოთ. მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის სწრაფვა უკეთესობისკენ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ვიცე-პრემიერი კომპანია “აირზენასა” და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის არსებულ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა. კახა კალაძე მიესალმება, რომ მოსკოვის მიმართულებით ძალიან ბევრი რეისია დანიშნული.
“როგორც იცით, ძალიან ბევრი სხვადასხვა შეთავაზება იყო, თუმცა მორიგება ვერ მოხერხდა. უბრალოდ, მე მივესალმები იმას, რომ ძალიან ბევრი რეისია დანიშნული მოსკოვის მიმართულებით, ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს საქართველოში მოგზაურობით. რამდენიმე დღის წინ ვუყურებდით, რომ გამოკითხვით თბილისი არის პირველ ადგილზე საახალწლოდ სამოგზაურო ქალაქებში და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
“აირზენას” გაფიცულმა თანამშრომლებმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, რომელთა შორის არის რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა იმ პირობებით, რაც იყო ფრენების შეწყვეტამდე 2006 წლის ნოემბრამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები