პაატა ზაქარეიშვილი „რუსთავი 2“-ს უმოქმედებაში ადანაშაულებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
მინისტრმა ტელეკომპანი „რუსთავი 2“ უმოქმედობაში დაადანაშაულა. “თავის დროზე, “რუსთავი 2″-ს ხმა რომ ამოგეღოთ, როცა ხელი მოეწერა რუსეთ-აფხაზეთს შორის სამხედრო ხელშეკრულებას და რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ არარსებულ დოკუმენტზე, თქვენ რომ გაგეკეთებინათ, კარგი იქნებოდა. ჩახვალთ აფხაზეთში, ტანკები დგას იქ და ტანკს შეიძლება ხელი მოკიდოთ, ამ დოკუმენტს კი ხელს ვერ მოკიდებ, რადგან არაფერია. არის ის, რაც უკვე დიდი ხანია, არის”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა “რუსთავი 2“- თან საუბრისას.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები