საბერძნეთის პრეზიდენტის არჩევნები 17 დეკემბერს დაიწყება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში პრეზიდენტობის კანდიდატები ჯერ კიდევ არ დასახელებულან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია–ნოვოსტი“ ავრცელებს.
„არჩევნებზე პირველი ხმის მიცემა 17 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატები ჯერ კიდევ არ დასახელებულან, მათი ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა“, – განუცხადა სააგენტოს საბერძნეთის პრემიერის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.
საბერძნეთის მოქმედი პრეზიდენტის კაროლოს პაპულიასის პოსტზე ყოფნის ვადა 2015 წლის 13 მარტს იწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები