შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციებს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად.
სამინისტროს ცნობით, დუშეთის შემდეგ, სამინისტროს თანამშრომლები ყაზბეგის რაიონს ეწვივნენ და იქ მცხოვრებ მოსახლეობას საკვები პროდუქტები ჩაუტანეს. აღნიშნული საქველმოქმედო აქცია შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება. სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეგროვებული თანხებით, სამინისტრო მთიან სოფლებში მცხოვრებ 500-მდე ოჯახს დაეხმარება.
საქველმოქმედო აქცია დეკემბრის ბოლომდე გრძელდება და საქართველოს რამდენიმე მაღალმთიან რეგიონს მოიცავს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=MdQxodoQhz” width=”560″ height=”315″]