ხანძარი ბათუმში (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ბათუმის ე.წ. ხაფას ბაზარში გაჩენილი ხანძრის ამსახველი ვიდეო-კადრები გავრცელდა.
ბათუმში ცეცხლი ე.წ. ხოფას ბაზრობაზე საახალწლო პიროტექნიკის მაღაზიას გაუჩნდა. მოგვიანებით ფოიერვერკების მაღაზიიდან ცეცხლი სხვა ობიექტებზეც გავრცელდა.
ბათუმის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ხანძრის გამომწვევს მიზეზებს შესაბამისი სამსახურები დაადგენენ. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=3d2YLMLyLc0″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები