შსს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და სპეციალური ღონისძიებების სამმართველოების თანამშრომლებმა, აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 100-მდე თანამშრომელმა ჩააბარა სისხლი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მ. იაშვილის სახელობის კლინიკის „სისხლის ბანკი“-ს დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. სამინისტრო საქველმოქმედო აქციაში თითქმის ორი წელია მონაწილეობს.
სისხლის ჩაბარების აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად იმართება და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები. აღნიშნულ აქციაში შს სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=yPqG9us8zxM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები