ჰაიტში დემონსტრანტები დახმარებას ვლადიმერ პუტინს სთხოვენ
ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეები საშველად რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს უხმობენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC–ი ავრცელებს. აქციის მონაწილეები ჰაიტის ამჟამინდელი ხელისუფლების დახმარებაში აშშ–ს ადანაშაულებენ და ქვეყნის პრეზიდენტის მიშელ მარტელის და პრემიერ–მინისტრის ლორან ლამოტას პოსტიდან გადადგომას მოითხოვენ.
მრავალათასიანი დემონსტრაციების მონაწილეებმა დაწვეს საბურავები და პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოჰყვა.
აქციის ზოგიერთ მონაწილეს ხელში რუსეთის პრეზიდენტის პორტრეტები ეჭირათ, რომელსაც მათი აზრით, შექმნილ სიტუაციაში ჰაიტის მოსახლეობის დახმარება შეუძლია. „ვლადიმერ პუტინ , გთხოვთ დაგვეხმარე“ – ეწერა პლაკატებზე.
უკანასკნელი თვის განმავლობაში ჰაიტში ეს უკვე მესამე ანტისახელისუფლებო აქციაა. არჩევნები ჰაიტში ჯერ კიდევ 2011 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ მთავრობას და სენატს შორის უთანხმოების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. ოფიციალური ვაშინგტონი ადრე ჰაიტის ხელისუფლებას არჩევნების გამართვის დაჩქარებისკენ მოუწოდებდა.