რომან გოცირიძე: ლარის დღევანდელი დაცემა, არაკომპეტენტური საბიუჯეტო პოლიტიკის შედეგია

  ლარის დღევანდელი დაცემა შარშანდელი დაცემის ირიბი შედეგია – ასე ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე საქართველოში ლარის კურსის დაცემას, დოლართან მიმართებაში. ექსპერტს მიაჩნია, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება, მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკის შედეგია.
„რატომ დაუტკბა მთავრობა ეროვნულ ბანკს? რატომ გადაატრიალა ფირფიტა და განაცხადა, ერთ ხმაში ვმღერითო? იმიტომ, რომ ქაღალდებში ჩაიხედეს. მთავრობა ახორციელებს პროგრამას სავალუტო ფონდთან. აიღო სესხი 150 მილიონი დოლარის ოდენობით. პირველი ტრანში უკვე მიიღო, დანარჩენს-მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულია ეროვნული ბანკის რეზერვების მინიმალური ოდენობა (კონფიდენციალურია) და ბიუჯეტის დეფიციტი. დაარღვევ-შეჩერდება ტრანში. ამას მოჰყვება მომავალი წლის ბიუჯეტში 1,1 მილიარდი ლარის ოდენობის მსოფლიო ბანკის და სხვა კრედიტების შეჩერება. გვიან მიხვდნენ. მათვე აქვთ ხელი მოწერილი. ამიტომ შეწყვიტეს კიჟინი, ინტერვენციებს რატომ არ აკეთებსო. არა და მართლაც არ აწყენდა ლარს ცოტა მეტი დოლარის გაშვება მიმოქცევაში.
რეზერვები კრიტიკულ ზღვარზეა. შარშანდელმა ჩავარდნილმა ბიუჯეტმა შეიწირა დეკემბერ- იანვარში 470 მილიონი დოლარი. ეს რომ გვქონოდა, ლარი ვერც კი შეტორტმანდებოდა. ასე იცის არაკომპეტენტურმა და პოპულისტურმა საბიუჯეტო პოლიტიკამ. ლარის დღევანდელი დაცემა შარშანდელი დაცემის ირიბი შედეგია“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები