მაია სიხარულიძე: აღარ ვმუშაობ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში

  მეგობრებო,მე აღარ ვმუშაობ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, – ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მაია სიხარულიძე აქვეყნებს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა.
სიხარულიძე მედიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და მხარდამჭერისთვის მადლობას უხდის.
„მეგობრებო,მე აღარ ვმუშაობ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გუშინდელი დღიდან, ანუ მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ. მინდა,მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს,რომლებიც მაქსიმალურად და დაუღალავად ხართ ჩემს გვერდით და სწორედ ამის შედეგია,რომ სამინისტრო უპრეცედენტოდ კარგი შედეგით დავტოვე. (ვგულისხმობ კერძო კომპანიის მიერ შედგენილ რეიტინგს,პოზიტიური გამოვლენების მაჩვენებელს,სადაც სამინისტრო დამაჯერებლად იკავებს პირველ პოზიციას) ჩემს გუნდს რომელთან ერთადაც ზუსტად ეს შედეგი ჯერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დავდე და მოგვიანებით,ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიუხედავად იმისა რომ ინფრასტრუქტურაში ძალიან ცოტა დრო მოგვეცა. მე მჯერა,ეს სამინისტრო ამ წარმატებას შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაამყარებს,ვინაიდან ამ სამინისტროს ჰყავს ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე და ღირსეული პირველი პირი მინისტრის დავით შავლიაშვილის სახით!“ – წერს მაია სიხარულიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ მაია სიხარულიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რამაზ ნიკოლაიშვილის მინისტრობის პერიოდში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.
2012 წლის საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, მაია სიხარულიძე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, ხათუნა გოგალაძის მინისტრობის დროს, პრესსამსახურში მუშაობდა. ხათუნა გოგალაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მაია სიხარულიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში გადაინაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები