ლავროვი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავს

რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა შეუძლებელი არ არის,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„იცით, რა, სამყაროში შეუძლებელი არაფერია. და, მე მგონი, პრეზიდენტმა პუტინმა ასეთ კითხვას უკვე უპასუხა. მან თქვა, რომ თუ ასეთი აუცილებლობა და ინტერესი იქნება, ჩვენ ყოველთვის მოვძებნით საშუალებას“, – განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მზადაა ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს იმ შემთხვევაში შეხვდეს, თუ საქართველოს მხრიდან შესაბამისი სურვილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები