"მარგველაშვილის მსგავსი პრეზიდენტი არ გვყოლია"

პირველად საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტი აღარ არის პასუხისმგებელი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “პოზიცია” განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს არ აინტერესებს, რა ფასებია ბაზარში, როგორია ლარის კურსი, როგორია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი.
“უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ის არ ხელმძღვანელობს მინისტრებს, შესაბამისად, არ არის პასუხისმგებელი იმაზე, რა ფასებია ბაზარში, როგორია ლარის კურსი, როგორია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ეს ყველაფერი არ აინტერესებს. ამ მოდელში, რომელიც ჩვენ გვაქვს, პრეზიდენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ ამ პასუხისმგებლობის ტვირთისგან თავისუფალმა შეხედოს ამ ყველაფერს. იმ ტიპის პრეზიდენტი, როგორიც მარგველაშვილია, ჩვენ არ გვყოლია და ყველა ერთად უნდა შევეგუოთ და ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ეს ინსტიტუტი, მათ შორის პარლამენტმა. დღევანდელი სტუმრობა პარლამენტში ამიტომაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები