“ჩვენი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ“

ლატვია მხარს უჭერს ნატოს გაფართოებას და ღია კარის პოლიტიკას – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ანდერს ბერზინშიმ “მოამბისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით,  ალაინსის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ იქონიებს.
“ლატვია მხარს უჭერს ნატოს გაფართოებას, ღია კარის პოლიტიკას, ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ იქონიებს ალაინსის გადაწყვეტილებაზე გავლენას, მაგრამ აქ ბევრი რამ საქართველოზეა დამოკიდებული, თუ როგორ და რა ტემპით ივლის, როგორ განავითარებთ ქვეყანას და დააკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს. უნარი, რომ დაალაგოთ ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოსთან, გქონდეთ სტაბილური ურთიერთობები – ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ალიანსისკენ. ჩვენი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, მაგრამ მთვარი საქმე საქართველოს გასაკეთებელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს იმდენად კარგი მდებარეობა და პოტენციალი აქვს, რომ ამ ყველაფრის გამოყენება ეფექტურად შეიძლება.
“ნატოს ყველა წევრი ქვეყანა  ღიაა იმ საკითხზე მსჯელობისთვის, რომელსაც საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია ჰქვია, მაგრამ არის პირობები, რომელთა დასაკმაყოფილებლადაც გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები