მარგველაშვილი – ლუდი, შევარდნაძე – კონიაკი: ექსმინისტრმა საქართველოს პრეზიდენტები სასმელებს შეადარა

რა შეგრძნებას უტოვებს ალექსი პეტრიაშვილს საქართველოს ოთხი პრეზიდენტის საქმიანობა. რომელი პრეზიდენტი რომელ ალკოჰოლურ სასამელთან გააიგივა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა სახემ, ამაზე „მძიმე კაცთან“ სტუმრობისას განაცხადა.

„ გამსახურდია არის ღვინო, ქართული ღვინო. შევარდნაძე არის კონიაკი, მასაც უყვარდა ეს კონიაკი და თან ჰგავდა კონიაკს. კონიაკმაც ისეთი შეპარვა იცის… სააკაშვილი არის “Северное сияние”, თუ განვმარტავ ამას, გაზავებული არაყი შამპანურში და რა ხდება იმის მერე, მაღალმა ღმერთმა უწყის. მარგველაშვილი კარგი – ლუდი. ალასა – ვისკი“, – ამბობს ალექსი პეტრიაშვილი „მძიმე კაცთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები