“მოწიწებას და პატივისცემას გამოვხატავ თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ”

განსაკუთრებულ მოწიწებას და პატივისცემას გამოვხატავ თითოეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დღეს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს.
განსაკუთრებული მოწიწებას და პატივისცემას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიმართ.
ხელისუფლებასთან ერთად, თითოეული ჩვენგანის ვალია, საზოგადოებაში თქვენი სრულფასოვანი და ღირსეული ინტეგრაციისთვის შევქმნათ ყველა სათანადო პირობა.
ჩემთვის და ფინანსთა სამინისტროს გუნდისთვის პატივია, რომ დღეს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი თანამოქალაქეები. მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თითოეულმა მათგანმა რეალიზებულად იგრძნოს თავი“,- აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები