სოფელი სავანეთი გაზიფიცირდა

ვიცე–პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ სავანეთში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა.
მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სოფელ სავანეთში 14 კილომეტრი სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენს ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 473 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა. სოფელ სავანეთთან ერთად დასრულდა სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში: ხიდისყური, ბალახაური, მუხრანა, ინჯაოღლუ (ზემო ბოლნისი), ჯაპალო. აღნიშნული სოფლების გაზიფიცირებისთვის აშენდა 35 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი და სოფლებში მცხოვრები 1 213 აბონენტი უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით . დღეისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში 8 125 აბონენტს უკვე მიეწოდება ბუნებრივი აირი. ჯამში ქვემო ქართლის რეგიონში 1 000 კმ გაზსადენის მშენებლობის შეედეგად 25 000 აბონენტია გაზიფიცირებული. 1 ნოემბრიდან წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა
ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები