სუიციდის ფაქტები ხდებოდა, ხდება და, სამწუხაროდ, მომავალშიც მოხდება – გიორგი მღებრიშვილი

სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბოლო პერიოდში ციხეში სუიციდის შემთხვევებს გამოეხმაურა.
“სუიციდის ფაქტები ხდებოდა, ხდება და, სამწუხაროდ, მომავალშიც მოხდება, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, სუიციდის შემთხვევების ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტრო სუიციდის პროგრამაზე მუშაობს. “ვმუშაობთ სუიციდის პროგრამაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ ფაქტებს მოვერიოთ. ეს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა. სუიციდის ფაქტები ხდებოდა, ხდება და, სავარაუდოდ და სამწუხაროდ, მომავალშიც მოხდება, რადგან მისი ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია. სუიციდის ფაქტები ხდება როგორც თავისუფლებაზე, ისე სასჯელაღსრულების სისტემაში”, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ბათუმსა და გლადნის ციხეში სუიციდის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები