ლოგისტიკური საკოორდინაციო ცენტრის დირექტორთა შეხვედრა

სასტუმრო „სიტადინში“ მრავალეროვნული ლოგისტიკური საკოორდინაციო ცენტრის დირექტორთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველო დირექტორთა საბჭოს წევრის სტატუსით მასპინძლობს. სხდომა მრავალეროვნული ლოგისტიკური საკოორდინაციო ცენტრის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ამერიკელმა კონტრ-ადმირალმა დონალდ სინგლეტონმა გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმაც.
საბჭოს სხდომას ნატოს წევრი და პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) 27 მონაწილე ესწრება. შეხვედრის მიზანი ლოგისტიკური მიმართულებით კოალიციური და მრავალეროვნული ოპერაციებისთვის მზადებაა. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში ურთიერთთავსებადობის გაძლიერების გზებს განიხილავენ.
წელს დირექტორთა საბჭოს ლიტვაც შეუერთდა. ღონისძიების ფარგლებში, დღეს ლიტვის გაწევრიანების სიმბოლური ცერემონიალიც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები