აუდიტის სამსახურს პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმის მასალები გადაუგზავნა

ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებული მასალები, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა, მთავარი პროკურატურიდან აუდიტის სამსახურს გადაეგზავნა – ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
თორდიას განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად აუდიტის სამსახური 2013 წლის შესყიდვებს სწავლობს, აღნიშნული საკითხის შესწავლაც მოხდება, რაც აუდიტის სამსახურის დასკვნაში აისახება. “პროკურატურისაგან ე.წ. კაბელების საქმე ჩვენთან გადმოიგზავნა. აუდიტის სამსახური ახლა თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ფინანსურ საქმიანობას ამოწმებს და გადმოგზავნილია კაბელების საქმის ნაწილი, რომელიც განსაჯაროებულია. როდესაც აღნიშნული ტენდერი ჩატარდა, ჩვენ თავდაცვის სამინისტროს მივმართეთ, რომ მასალები გადმოეცა. იმის გამო, რომ მასალები მთავარ პროკურატურას ჰქონდა წაღებული, ჩვენთვის ის ხელმისაწვდომი არ იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მასალებს გრიფი “საიდუმლო” მოეხსნა, პროკურატურამ ჩათვალა, რომ ის აუდიტის სამსახურს უნდა გადმოეგზავნოს. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს დასკვნაში ამ საკითხსაც ავსახავთ და წარმოდგენილი იქნება ჩვენი მოსაზრებები”, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ლაშა თორდიამ, რომელიც პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხევედრას ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები